ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

40 000-მდე აბიტურიენტი ხვალიდან სტუდენტის სტატუსისთვის იბრძოლებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე, საგამოცდო პროცესი მთელი რიგი რეგულაციებით წარიმართება. შარშანდელისგან გასხვავებით, წელს გამოცდების გადატანის შესაძლებლობა მიეცემათ იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის წინ კორონავირუსი დაუდასტურდებათ. სიახლეა ისიც, რომ დაავადების გავრცელების პრევენციისთვის საგამოცდო ოთახებში მყოფ ყველა პირს პირბადე უნდა ეკეთოს. მაგიდებს შორის მინის ბარიერებიც იქნება.

დატოვე კომენტარი