ხვალ არჩევნების მეორე ტურია

ხვალ ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან კიდევ ერთხელ მივა.

ხუთ თვითმმართველ ქალაქში და 15 მუნიციპალიტეტში მერების ასარჩევად მეორე ტურია. ბრძოლის მთავარი ეპიცენტრი თბილისი და ის ქალაქებია, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები პირველი ტურის შედეგებით მმართველი პარტიის კანდიდატს ან უსწრებენ, ან მცირედით ჩამორჩებიან. ძირითადად ერთმანეთს „ქართული ოცნების“ და ყოფილი მმართველი პარტიის კანდიდატები უპირისპირდებიან. გამონაკლისია სამი ოლქი, სადაც სახელისუფლებო კანდიდატების კონკურენტები არიან თამაზ მეჭიაური, გიორგი გახარიას პარტიის წევრი და დამოუკიდებელი კანდიდატი.

დიდია საერთაშორისო ინტერესი – პირველი ტურის მსგავსად, ხვალინდელ დღეს 52 საერთაშორისო ორგანიზაციიდან დააკვირდებიან.