ხუთი წლის დაჩი ფეიქრიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც ორი ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო – ერთი საქართველოში, ერთი საზღვარგარეთ. ამჟამად, დაჩი კვლავ თურქეთში იმყოფება. მკურნალობისთვის სჭირდება დამატებითი, ძვირადღირებული კვლევების ჩატარება – გულზე, მუხლებსა და თვალებზე. ბავშვს აღენიშნება ღვიძლის გადიდება. აქვს მრავლობითი პრობლემა მარჯვენა კიდურზე, რაც ხელს უშლის სიარულსა და მოძრაობაში. ვისაც სურს ხუთი წლის დაჩის დახმარება, თანხის ჩარიცხვა ფოტოზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ.