ხურჩის ბიბლიოთეკის ისტორია
ხურჩის ბიბლიოთეკა ის ადგილია, სადაც ადამიანური ურთიერთობები და წიგნიერება ერთიანდება. მასპინძელი კი – ლეილა ესათიაა, რომელიც უკვე ნახევარი საუკუნეა ამ ბიბლიოთეკის არსებობით ცხოვრობს. ქალბატონი, რომელმაც ომის დროს წიგნები გადაარჩინა და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში თაობებს წიგნის სიყვარულს ასწავლის. ბიბლიოთეკაში ოკუპაციის მუზეუმიც ფუნქციონირებს, ორ ოთახში კი რუსული ოკუპაციის ამსახველ ფოტოებთან ერთად, სოფელ ხურჩის შესახებ ისტორიული ცნობებიც ინახება.
ნატალია ბერულავასა და მურად ფარცვანიას რეპორტაჟი.