გატაცებულის გათავისუფლება

სოფელ ხურჩის მიმდებარედ, დაკავებული საქართველოს სამივე მოქალაქე გათავისუფლდა. ოკუპირებული რეჟიმის მხრიდან გატაცება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ მოხდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა  მომხდარის შესახებ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს აცნობა, გააქტიურებული იყო ცხელი ხაზი. უწყებამ აღნიშნულს მორიგი უკანონო და პროვოკაციული ნაბიჯი უწოდა.

შეგახსენებთ, დაკავებული იყვნენ გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი ორი ქალი და ერთი მამაკაცი. არსებული ინფორმაციით, ეს ადამიანები ცდილობდნენ ზუგდიდის რაიონში გადმოსვლას, რა დროსაც ისინი აიყვანეს.