ხულუტის ციხის ისტორია

მოგიყვებით სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე ქციის ხეობაზე, რომლის ფერდობზე გაშენებული ხულუტის ციხე-დარბაზი ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და ავთენტურად შემონახული ისტორიული ნაგებობაა. შვიდსართულიანი კოშკი, კლდეში გამოკვეთილი საიდუმლო გვირაბი და დღემდე შემორჩენილი თავდაცვითი სტრუქტურა – ეს არის ძეგლი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. 2021-2023 წლებში ძეგლის რეაბილიტაცია მოხდა, თუმცა, მასშტაბური არქეოლოგიური კვლევა დღემდე არ ჩატარებულა, შესაბამისად, ძეგლის უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ შესასწავლია.

მიუხედავად მწირი საარქივო მასალისა, ცნობილია, რომ ციხეს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა და ორბელიანების რეზიდენციას წარმოადგენდა.

ანა ნოდიას რეპორტაჟი.