ხულოში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ხულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ხმა პირველ საარჩევნო უბანზე მისცა. ის საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად მივიდა. თუმცა, ირაკლი ჯორბენაძემ ხმის მიცემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ მოახერხა, რადგან პირადობის მოწმობა სახლში დარჩა.

საერთო ჯამში, ხულოში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.