ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

18:27, 02.07.2026

ელენე ხოშტარია მკურნალობას კლინიკა „ვივამედში“ აგრძელებს. მკურნალი ექიმების რეკომენდაციით, დანიშნული ლაბორატორიული კვლევების პასუხები დღის ბოლომდე იქნება. ამის შემდეგ კი განისაზღვრება მისი მკურნალობის კურსი. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, მსჯავრდადებული ელენე ხოშტარია კლინიკა „ვივამედში“ გუშინ გადაიყვანეს. ეტაპირების გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ორი დღის წინ მიიღო, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

მსგავსი