ხოშტარიას ბრალი წაუყენეს

პროკურატურამ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე, ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა.

საქმე ეხება მიმდინარე წლის 14 სექტემბერს თბილისში, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბზე განთავსებული ბანერების დაზიანებას, რამაც ქონებრივი ზიანი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად, ერთიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.