ხოშტარიას 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა

18:23, 17.09.2025

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა და გადახდის ვადად 20 დღე განესაზღვრა.

სასამართლო პროცესს არც თავად ბრალდებული და არც მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები არ დასწრებიან. ელენე ხოშტარიამ უარი თქვა ადვოკატსა და ზოგადად დაცვის უფლებაზე. სასამართლომ მას სახაზინო ადვოკატი გამოუყო, თუმცა ამაზეც უარი განაცხადა და მასთან იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა. ელენე ხოშტარიამ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ვინმეს მიერ მისთვის გირაოს შეტანა იქნება მისთვის გულში დანის ჩარტყმა და არავის აძლევს ამის უფლებას. სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ბრალდება, სასჯელის მსუბუქ ფორმებთან ერთად, ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი