დღეიდან ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს თბილისში მყოფი ხორვატიის პრეზიდენტი. ცოტა ხნის წინ, ქართველ კოლეგასთან შესახვედრად ის პრეზიდენტის სასახლეში მივიდა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ზორან მილანოვიჩის შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ხორვატიის პრეზიდენტი მეუღლესთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად თბილისში გუშინ ჩამოფრინდა.
ანა ბროლაძის ჩართვა #მოამბე