ხორვატიის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოშია. მას საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა, სადაც დახვედრის ცერემონია და პირისპირ შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს. ზორან მილანოვიჩის თქმით, ბევრ ევროპულ ქვეყანას საერთოდ პოზიცია და დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში არ გააჩნია. „საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს მოსკოვთან და აბრალებენ, რომ რუსეთის აგენტია. ამას ვერ ვიგებ და ამიტომ გადაწყვიტე, პირადად ჩამოვსულიყავი, მენახა, რა ხდება,“ – ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, საქართველოში ეს ვიზიტი სოლიდარობის ჟესტია.