ხორგუანის წარდგენა მთაწმინდის მაჟორიტარად

ადამიანის უფლებათა დამცველი და პოლიტიკოსი, სოფო ხორგუანი საარჩევნო მარათონში ერთვება.

ხორგუანი პარლამენტის შუალედური აჩევნებისთვის მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დღეს საინიციატივო ჯგუფმა დამოუკიდებელ კანდიდატად წარადგინა. ცესკო-ში განაცხადი უკვე  დარეგისტრირდა.

საინიციატივო ჯგუფის წევრების აზრით, ხორგუანი ღირსეული კანდიდატია და ოლქის ამომრჩეველთა მხარდაჭერას მოიპოვებს.