ხორცზე გაზრდილი ფასი და გაუარესებული სტატისტიკა

ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობა მცირდება. შესაბამისად იკლებს ხორცის და რძის პროდუქტების წარმოების მაჩვენებელიც, რაც ფასებზეც აისახება.

საქონლის ხორცი გაძვირდა. ეს იმ ფონზე, როცა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში ბოლო წლებში ასობით მილიონი ლარი ჩაიდო.

წარმოების შემცირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გაზრდილი ექსპორტი სახელდება. სტატისტიკის მიხედვით, საექსპორტო ქვეყნების სამეულში ერაყი, აზერბაიჯანი და ირანია.