ხორცის კონტროლის მექანიზმი

დარღვევები საქართველოში მოწყობილ სასაკლაოებზე.

პირუტყვის და ფრინველების სასაკლაოებზე ჩატარებული მოულოდნელი მონიტორინგი მძიმე შედეგებით და რამდენიმე შემთხვევაში საწარმოო პროცესისთვის საჭირო ლიცენზიის შეჩერებით დასრულდა. მიზეზი იმ პროცედურების და ჰიგიენური ნორმების დარღვევაა, რაც პირუტყვის თუ ფრინველის ხორცის ვარგისიანობის შესამოწმებლად ტარდება.

გენო ოსიყმაშვილი არკვევდა, რამდენად უსაფრთხო პროდუქცია ხვდება სარეალიზაციო დახლზე.