ხორბლის რეალიზაციის პრობლემა

კახეთში ხორბლის რეალიზაციის პრობლემა აქვთ.

ადგილობრივ მეხორბლეებს შარშანდელი მოსავლიდან ორმოცდაათი ათას ტონამდე მარცვლეული დასაწყობებული აქვთ და ვერ ყიდიან. ტემპერატურის მატება ხორბლის ვარგისიანობაზე პირდაპირ მოქმედებს. ფერმერები ამბობენ, რომ სარეალიზაციო ფასი ახლა თვითღირებულებაზე ნაკლებია, თუმცა წისქვილკომბინატები მათგან ხორბალს არ ყიდულობენ და აღარ ამუშავებენ ქართულ ხორბალს. ამას დაემატა კიდევ ერთი ფაქტორი, მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის გამო ფერმერებმა ერთი წელია გასაღების ბაზარი დაკარგეს. რამ გამოიწვია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ქართულ ხორბალზე მოთხოვნის და ფასის შემცირება, გამოსავლის რა გზას სთავაზობენ ფერმერები ხელისუფლებას და შეამსუბუქებს თუ არა არსებულ ვითარებას სახელმწიფოს მხრიდან ექსპორტის აკრძალვის ვადაზე ადრე მოხსნის გადაწყვეტილება, – ნახეთ ჟანა დიდებაშვილის და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი.