ხორბლის იმპორტიორთა პროტესტი

ხორბლის გადამზიდავები მთავრობას ულტიმატუმს უყენებენ.

მძღოლები, რომლებსაც ქვეყანაში მარცვლეული შემოაქვთ, ფინანსთა მინისტრის ბრძანების გაუქმებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით დღეს მათ გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან გზაც გადაკეტეს და ხელისუფლებას გადაწყვეტილების შესაცვლელად კონკრეტული ვადაც მისცეს.

აქციის მონაწილეთა პროტესტის მიზეზი ის ბრძანებაა, რომლის მიხედვით ქვეყანაში ხორბლის იმპორტი სახმელეთო გზით იკრძალება და ის მხოლოდ საზღვაო ან სარკინიგზო ტრანსპორტით ხდება ნებადართული.