ხორავას ქუჩის საქმეზე იმ მოწმეს კითხავენ, რომელიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა
თითქმის ორი საათია, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრები იმ მოწმეს კითხავენ, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების დროს ადგილზე იმყოფებოდა.
ნიკოლოზ იორდანიშვილი ავტომანქანით ეზოს “არკაში” იდგა, როდესაც მოზარდებს შორის ჩხუბი დაიწყო. თუმცა, მან კომისიის წევრებს განუცხადა, რომ დაჭრის ფაქტი არ დაუნახავს.
გიორგი კობერიძე დეტალებით.