წლის ერთ-ერთი რეზონანსული, ხორავას ქუჩის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, არასრულწლოვნები იკითხებიან. რამდენიმე მოზარდი შინაგან საქმეთა სამინისტროში, მათ კანონიერ წარმომადგენელთან ერთად შევიდა. უწყებაში დაბარების მიზეზსა და გამოკითხვის შინაარსზე კომენტარები არ გაკეთებულა.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ გამოძიების შეკითხვებზე პასუხის გაცემა უკვე მეორედ უწევთ. რატომ გახდა საჭირო მათი სამინისტროში კიდევ ერთხელ დაბარება, თემაზე გიორგი კობერიძე მუშაობს და “მოამბის” ეთერში საუბარს ახლა სწორედ ის განაგრძობს.