"ხორავას ქუჩის საქმეზე" არასრულწლოვანი მოწმეების გამოკითხვა გრძელდება
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა არასრულწლოვანი მოწმეების გამოკითხვა განაახლეს. კომისიის წევრები დღეს სამ არასრულწლოვანს გამოკითხავენ.
ძირითადი კითხვები შეეხება იმას, თუ რა დაინახეს მოზარდებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებისას. ამჯერადაც მათი გამოკითხვა ფსიქოლოგებისა და არასრულწლოვნების კანონიერი წარმომადგენლების თანდასწრებით მოხდება.
დეტალებს გიორგი კობერიძე გაგვაცნობს პირდაპირ ეთერში.