ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება. ცნობილია, რომ დღევანდელ სხდომაზეც პროკურატურის მოწმეები დაიკითხებიან. მათ შორის იქნებიან არასრულწლოვნებიც, რომლებიც პირველ დეკემბერს შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ და კონფლიქტშიც მონაწილეობდნენ.  მათი უმრავლესობა საქმის ე.წ პირდაპირი მოწმეა.