ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მტკიცებულების გამოკვლევა გრძელდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში კვლავ მტკიცებულების გამოკვლევით გაგრძელდა.

პროკურორის განცხადებით, ბრალდება წარმოადგენს ორ პირდაპირ მოწმეს, რომლებიც იტყვიან, როგორ დაიწყო კონფლიქტი მოზარდებს შორის და სად გაგრძელდა.

საქმეზე უკვე 10-მდე მოწმეა დაკითხული, მათ შორის არიან ექსპერტები, საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილი, მანდატური, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ექიმები და ერთ-ერთი თვითმხილველი.