ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრიტანელი ექსპერტები ერთვებიან

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრიტანელი ექსპერტები ერთვებიან. ისინი დაცვის მხარის მოწვევით უკვე თბილისში იმყოფებიან. ცნობილი ბრიტანელი ექსპერტები, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ ,,ვექტორის“ სპეციალისტებთან ერთად, კომპლექსურ ექსპერტიზას ჩაატარებენ.

კვლევაზე ექსპერტთა ჯგუფი ერთ-ერთი ქართული უნივერსიტეტის კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში იმუშავებენ. ამ საქმეზე პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ წარადგინა სასამართლოში სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა. საპროცესო კოდექსის მიხედვით, ალტერნატიული ექსპერტიზისთვის საექსპერტო მასალა მხარეებს მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცათ.

შეგახსენებთ, 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი მოკლეს. ამ საქმეზე დაკავებულია ორი არასრულწლოვანი, რომლებსაც ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. პროცესები უკვე 5 თვეა მიმდინარეობს.