ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე - დღევანდელ პროცესზე კონფლიქტში მონაწილე მოწმეები იკითხებიან

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მორიგი სხდომა იმართება. პროცესზე დღეს ის მოწმეები წარდგებიან, რომლებიც 1-ელ დეკემბერს მომხდარ კონფლიქტში მონაწილეობდნენ. დაიკითხებიან ე.წ პირდაპირი მოწმეები, არასრულწლოვნები.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ გამოძიებისა და სასამართლოს ეტაპებზე მიცემული ჩვენებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. უფრო კონკრეტულად,   მოწმეებთან დაკავშირებით, თეონა ხუბულავა ისაუბრებს.