ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს სისხლის სამართლის საქმის მორიგი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.
პროცესზე ბრალდების მხარის ოთხი არასრულწლოვანი მოწმე დაიკითხა. სხდომაზე ბრალდებული დ.ღ.-ს აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის შეცვლაზეც იმსჯელეს, თუმცა, სასამართლომ გადაწყვეტილება არ შეცვალა. მორიგი პროცესი 3 დეკემბერს 11:00 საათზე ჩაინიშნა.