ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მეორე ინსტანციაში გარკვეულ მოწმეებს ხელახლა დაკითხავენ.

ახალი მტკიცებულებების დართვას საქმეში პროკურატურა ითხოვდა.

ბოლო რამდენიმე სხდომის განმავლობაში მხარეები სასამართლოში სწორედ ამ საკითხზე მსჯელობდნენ. დაცვის მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველმა ინსტანცია განაჩენი 30 მაისს გამოიტანა.