ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს იმ არასრულწლოვნის დაკითხვას განაგრძობენ, რომელსაც ამავე საქმეზე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული. ამავე ბრალდებით წინასწარ პატიმრობაშია მისი მამა. ეს ის არასრულწლოვანია, რომელიც 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე  მისი დეიდაშვილის თხოვნით მივიდა, რომელსაც მოზარდებთან კონფლიქტი ჰქონდა. ის წინა სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებამ დაკითხა.

მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მოზარდმა სასამართლოში მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა. გარდა ამისა, დაზარალებულად ცნობილმა ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მოწმე საუბრობდა ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე. სწორედ ამიტომ, დაცვის მხარემ, სხდომის შემდეგ, საგამოძიებო უწყებას მოუწოდა, რომ მოზარდზე რაიმე ტიპის ზეწოლა არ განხორციელდეს. დღეს მის დაკითხვას ადვოკატები განაგრძობენ.