ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი დ.ღ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

სასჯელის გამოცხადების სხდომა 22 მაისს ჩაინიშნა. ბრალდება 2-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაცვის მხარის თქმით, მოსამართლემ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა და არასამართლიანი განაჩენი გამოიტანა.