ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შეხვდა

15:08, 30.05.2018

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის დღევანდელ პროცესს არ ესწრება მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე. ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ანა ნაცვლიშვილს შეხვდა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს სარალიძემ საქმის ის დეტალები გააცნო, რომლებსაც, მისი განცხადებით, პროკურატურა მალავს. ასევე, შეხვედრაზე საუბარი გახმაურებული მკვლელობის გამოძიების მიმდინარეობას შეეხო.

როგორც ზაზა სარალიძე აცხადებს, ის უნდობლობას უცხადებს მთავარ საგამოძიებო უწყებას და არ აპირებს ჩაერთოს პროკურატურის სპეციალური ჯგუფის მუშაობაში.

 

 

მსგავსი