ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა მთავარ პროკურორთან შეხვედრის მომხრეა

12:11, 25.05.2018

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან ღია შეხვედრის მომხრეა, – ამის შესახებ განცხადება მან ხორავას ქუჩაზე, შვილის მკვლელობის ადგილზე გააკეთა, სადაც დღეს პირველად მივიდა.

ზაზა სარალიძის თქმით, არანაირი სურვილი არ აქვს, შოთაძესთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შედგეს. შეხვედრა დღეს 19:00 საათზეა დაგეგმილი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 27 მაისს პარლამენტის შენობასთან შვილის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დასჯის მოთხოვნით, აქციის გამართვას გეგმავს, თუმცა,  თუ მკვლელობაში მონაწილე ყველა პირს დააკავებენ, აქცია აღარ გაიმართება.

 

მსგავსი