ექსპერტებმა ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნებისთვის მიყენებულ დაზიანებებზე სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს რამდენიმე მოწმე დაკითხეს, მათ შორის ექსპერტები, რომლებმაც მოკლული არასრულწლოვნებისთვის მიყენებულ დაზიანებებზე სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდეს. ექსპერტიზის შედეგებთან დაკავშირებით, კითხვები აქვს ზაზა სარალიძეს, რომელიც დახურულ სხდომებს ესწრება.

სარალიძე ფიქრობს, რომ მისი შვილისთვის დაზიანებები მხოლოდ ერთ პირს არ მიუყენებია. მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა დღეს მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ. ნათია საყვარელიძე აცხადებს, რომ აღნიშნული საქმის განხილვა პოლიტიკურ შოუდ გადაიქცა, რაც მისთვის მიუღებელია.