ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მოწმეებს მოუსმენენ

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე – დ.ღ-ს ეპიზოდზე 10 მოწმეს მოუსმენენ.

მათ შორის არიან გამომძიებლები და ექსპერტები. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე, დაცვის მხარე არასრულწლოვანისათვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლას მოითხოვს. ადვოკაატები შუამდგომლობას დააყენებენ, რომ არასრულწლოვანი პატიმრობის გარეშე დატოვონ.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ ის უკანონო პატიმარია და მის მიმართ არაერთი უფლებაა დარღვეული. არასრულწლოვანს ბრალად ედება ჩვენების შეცვლა. გამოძიების ინფორმაციით, ის შეხვდა ზაზა სარალიძეს, ჰქონდა მასთან საუბარი საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, თუმცა, მოგვიანებით სასამართლოში ეს ინფორმაცია უარყო. არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს.