ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მოწმეები იკითხებიან

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორი მოწმეებისთვის ე.წ. ტრენინგების ჩატარების შესახებ დაცვის მხარის ბრალდებას გაუგებარს უწოდებს.

დღევანდელ პროცესზე ის მოწმეები იკითხებიან, რომლებიც როგორც მკვლელობის ფაქტს, ასევე საპირფარეშოში მომხდარ კონფლიქტს შეესწრნენ.

დაკითხვა უკვე სამი საათია მიმდინარეობს.