ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე 

დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულმა გ. ჯ.-მ მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა.

პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა. პროკურორის განცხადებით, მოწმემ პროცესზე დაადასტურა, რომ მიხეილ კალანდია მკვლელობის ადგილზე სისხლიანი ტანსაცმლითა და ხელში დანის მაგვარი ნივთით დაინახა, რაც მისივა თქმით, ამყარებს კალანდიას ბრალეულობას. დაცვის მხარე კი ჩვენებას ეჭვქვეშ აყენებს. ადვოკატ ზურაბ თოდუას განამრტებით, გ. ჯ. არაერთხელ დაკითხულა, თუმცა კალანდიას წინააღმდეგ ჩვენება მან მხოლოდ დღეს მისცა, რაც პოლიტიკურ მოტივებზე მეტყველებს.

შეგახსენებთ, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მას 6 ივნისს შეეფარდა.