ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმეზე 5 მოწმე დაიკითხა. მათ შორის 3 არასრულწოვანი და  ხორავას ქუჩის  მაცხოვრებელი. ადვოკატის განმარტებით, დღემდე გამოკითხული მოწმეების ჩვენებებში მიხეილ კალანდიას ბრალეულობა არ იკვეთება და  თვითმხილველები დეტალებზე განგებ არ საუბრობენ. ადვოკატი პროცესის გახსნის აუცილებლობაზეც ლაპარაკობს და აცხადებს, რომ მთავარ პროკურორს ამ მოთხოვნით უკვე მიმართა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

მიხეილ კალანდიას გამოძიება ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში დავით სარალიძის მკვლელობას ედავება.