ხმელთაშუა ზღვისპირა ქვეყნების კინოფესტივალი

ხმელთაშუა ზღვის ექვსი ქვეყანა საქართველოში საკუთარი კინოფილმებითაა წარმოდგენილი. თბილისში ხმელთაშუა ზღვისპირა ფილმების ფესტივალი პირველად ტარდება. თავისუფლება, თანასწორობა, ადამიანის უფლებების დაცვა – საფესტივალო პროგრამისთვის შერჩეულ მოკლემეტრაჟიან და სრულმეტრაჟიან ფილმებს საერთო თემატიკა აერთიანებს.

ნაჩვენები ფილმები ხმელთაშუა ზღვისპირა ქვეყნებისთვის დამახასიათებელი უნიკალური ცხოვრების სტილს, კულტურას, ენერგეტიკასა და ყოველდღიურობას გადმოსცემს და მთავარი მიზანია ქართველმა მაყურებელმა ამ ქვეყნების შესახებ უფრო მეტი შეიტყოს.

ხმელთაშუა ზღვისპირა ფილმების ფესტივალი 16 მაისს გაიხსნა და 21 მაისს დაიხურება.