ხმელთაშუა ზღვაში რუსული სატვირთო გემი „ურსა მაიორი“ ჩაიძირა, რომელიც, სავარაუდოდ, სირიაში რუსული სამხედრო ბაზის ევაკუაციაში მონაწილეობდა. ბორტზე მყოფი 16 მეზღვაურიდან 14 მაშველებმა კარტახენას პორტში გადაიყვანეს, კიდევ ორი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სატვირთო გემი „ურსა მაიორი“ სანქტ-პეტერბურგიდან 11 დეკემბერს გავიდა, ხოლო საბოლოო დანიშნულების პუნქტად მითითებული იყო ვლადივოსტოკი, სადაც Vessel Finder-ის მონაცემების თანახმად, 22 იანვარს უნდა ჩასულიყო.La Verdad-ის წყაროების ცნობით, გემი „ძრავის განყოფილებაში აფეთქების“ შემდეგ გადაიხარა. კაპიტნის თქმით, ავარიის მომენტში სატვირთო გემზე ცარიელი კონტეინერები იყო. მოგვიანებით, მათ ესპანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების საპატრულო კატარღა შეუერთდა. მანამდე, „მედიაზონა“ OSINT-ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთმა ხმელთაშუა ზღვაში სატვირთო გემები „სპარტა“ და „ურსა მაიორი“ გაგზავნა სამი დიდი სადესანტო გემის თანხლებით, სავარაუდოდ, სირიაში რუსული სამხედრო ბაზის ევაკუაციისთვის, სადაც დაემხო კრემლის მიმართ ლოიალური ბაშარ ასადის რეჟიმი.