ხმების გადათვლის პროცესი რუსთავში

რუსთავში ხმების გადათვლა მიმდინარეობს.

საოლქო-საარჩევნო კომისიების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, წილისყრით გამოვლენილ რუსთავის შვიდ უბანს ამ წუთებში ითვლიან. ხელახალი დათვლის პროცესს ესწრებიან და აკვირდებიან უფლებამოსილი პირები, საარჩევნო სუბიექტები და მედიის წარმომადგენლები. მიმდინარეობს ვიდეოგადაღება.