ხმაურიანი ურთიერთბრალდებები – ტრამპი-ზელენსკის დაპირისპირება

21:35, 15.10.2026

უკრაინასა და ამერიკას შორის დაძაბულობა განმუხტვის ნაცვლად იზრდება.

9 ოქტომბერს გამოცხადებული შეთანხმების გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. გადაწყვეტილება, რომლითაც დონალდ ტრამპმა რუსულ დიზელზე დაწესებული სანქციები ექვსი თვით გააუქმა, ოფიციალური კიევის და ევროპის ქვეყნების უკმაყოფილებას იწვევს. ზელენსკი აშშ-სგან სანქციების კიდევ უფრო შემსუბუქების ვარაუდს გამოთქვამს და რუსეთის მხრიდან ბოლო დღეებში გააქტიურებულ თავდასხმებს სწორედ სასანქციო პოლიტიკის შერბილების შედეგად მიიჩნევს. მტკიცე გადაწყვეტილებები, მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერება, უკრაინის საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობებით მომარაგება – ასეთია კიევის მოთხოვნები. ტრამპს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტის შეცვლის საკითხი კიდევ ერთხელ გაააქტიურა, ზელენსკიმ უარით უპასუხა და ომის დასრულებამდე ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა გამორიცხა. დიდი ბრიტანეთის შემდეგ ზელენსკი ბრიუსელში ჩავიდა და არაერთხელ დარღვეული ენერგეტიკული ზავის პასუხად რუსულ ენერგოობიექტებზე დარტყმების განახლება დააანონსა.

მსგავსი