ხმაურიანი სხდომა საკრებულოში

ხმაურიანი აღმოჩნდა თბილისის საკრებულოში გამართული სხდომა.

სიმბოლიკის და სახელდების კომისიის შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ოპოზიცია ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლის კატეგორიული წინააღმდეგია და ინიციატივის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავს. „ქართულ ოცნებას“ სურს,  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვარდების მოედანს „პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი“ ეწოდოს.

წინადადების კენჭისყრაზე გატანამდე ჯერ საჯარო განხილვა უნდა მოეწყოს.