ხმაურიანი სხდომა ბორჯომის საკრებულოში

ხელჩართული ჩხუბი ტელეკამერების წინ: ბორჯომის საკრებულოში მიმდინარე სხდომა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. არის ერთი დაშავებული.

ქართული ოცნების დეპუტატების სამთვიანი ბოიკოტის და რამდენიმე ჩაშლილი სხდომის შემდეგ, საკრებულო ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასის ზრდის საკითხს დღეს კიდევ ერთხელ იხილავდა, თუმცა, უმრავლესობაში მყოფი ოპოზიციის პროტესტის გამო, ხელახალი სხდომის დანიშვნა გახდა საჭირო.

დღევანდელი ინციდენტით  უკვე დაინტერესდნენ სამართალდამცავები. ბორჯომის საკრებულო ერთადერთი თვითმმართველი ორგანოა, სადაც მმართველი პარტია უმცირესობაშია.

ნინო ფისაძე თემის დეტალებით.