ხმაურიანი საპროტესტო აქციები  

ოპოზიციის ნაწილის და მათი აქტივისტების ტაქტიკა უცვლელია.

ოპოზიციური პარტიების ცალკეული ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად, ბოქლომებით ამჯერად „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან მივიდნენ. რამდენიმე ბიუროსთან მათ მმართველი პარტიის მხარდამჭერები ცოცხებით დახვდნენ. შენობების შესასვლელებთან ბოქლომების დამაგრების მცდელობას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

საპროტესტო აქციები მოეწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთანაც. ოპოზიცია ბოქლომით მივიდა თბილისის საკრებულოს სხდომაზეც. ხმაურიან აქციებს და პროტესტს დაკავებების გარეშე არც დღეს არ ჩაუვლია.

დატოვე კომენტარი