ხმაურიანი საპროტესტო აქცია ბათუმში

მთელი დღის განმავლობაში ხმაური იყო აჭარის მთავრობის სახლთან.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქციას მართავდნენ. ადგილზე შეკრებილთა ნაწილი შენობაში შესვლას და სოციალურ პრობლემებზე სასაუბროდ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდა. რამდენიმე მათგანმა შენობის შესასვლელების პიკეტირება და გზის გადაკეტვაც სცადა, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. დააკავეს ერთი ადამიანი. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებმა შენობასთან ბუშტებიც მიიტანეს.

მერაბ წულუკიძე დეტალებით ბათუმიდან.