მასობრივი საკადრო წმენდა უკრაინის მთავრობაში.
თანამდებობები დატოვეს ოთხი მინისტრის მოადგილეებმა, ასევე გენერალური პროკურორის მოადგილემ, ხუთი ოლქის ხელმძღვანელებმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ.
ზელენსკის განცხადების ფონზე ცვლილებები მოულოდნელი არ ყოფილა. ძვირადღირებული სახლის ყიდვა, უცხოეთში დასვენება, ფინანსური მაქინაციები – უკვე ყოფილი მაღალჩინოსნების წასვლა მედიაში გავრცელებულ სკანდალურ ცნობებს უკავშირდება. სკანდალი მხოლოდ საკადრო ცვლილებებით არ იფარგლება. ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებს ქვეყნიდან გასვლაც შეეზღუდებათ.