ხმაურიანი განხილვა პარლამეტში - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

საგარეო და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ხმაურიანი განხილვის შემდეგ, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე იურიდიული კომიტეტი ორშაბათს იმსჯელებს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები პოლიტიკურ სპექტრში კვლავ ურთიერთბრალდებების საფუძველია. ოპოზიცია არცერთ კანონპროექტს მხარს არ უჭერს, მათ რუსულ კანონებს უწოდებს და ქვეყნის ევროინტეგრაციის შემაფერხებელ ფაქტორად ასახელებს. „ქართული ოცნება“ გეგმავს ორივე საკანონმდებლო ინიციატივას მხარი პრინციპების დონეზე, პირველი მოსმენით სესიაზეც დაუჭიროს. გუშინ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს კი როგორც მმართველი გუნდი, ისე „ხალხის ძალა“ კანონპროექტების საწინააღმდეგო არგუმენტების არ ქონის გამო, ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის მცდელობად აფასებენ.