ხმაური ზუგდიდის საოლქო კომისიაში 

პოსტსაარჩევნო დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი ზუგდიდია.

საოლქო საარჩევნო კომისიის შენობა დღესაც დაპირისპირების და პროტესტის ადგილად იქცა. საოლქო კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციას ზეწოლასა და დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს. დავის და უთანხმოების მიზეზია ოთხ უბანზე ბიულეტენების ხელახლა გადათვლა, რაზეც მხარეები ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს ავრცელებენ. ცესკო-ს მტკიცებით, პროცესმა მედიის და დამკვირვებლების თვალწინ გამჭვირვალედ ჩაიარა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ კომისიის თავმჯდომარეს დალუქული ბიულეტენების გახსნასა და შედეგების მმართველი პარტიის სასარგებლოდ გადაკეთებაში ადანაშაულებს. ოპოზიციას პრეტენზიები აქვს მაჟორიტარობის საკუთარი კანდიდატის შედეგების მიმართაც. „ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ ზუგდიდში აქციას აანონსებს.