ხმაური იყო წალენჯიხაში – საახალწლო კონცერტის გამართვა გააპროტესტეს ენმ-ს და „ლელოს“ წარმომადგენლებმა. მათ საახალწლო სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული ადამიანების ფოტოები გააკრეს. ამ პროცესს „ქართული ოცნებისა“ და ენმ-ს წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
სამართალდამცავებმა რამდენიმე ახალგაზრდა გაარიდეს ტერიტორიიდან. საახალწლო კონცერტის გამართვის წინააღმდეგია წალენჯიხის მერიაც. „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაცია „ნაციონალურ მოძრაობას“ სპეკულაციაში ადანაშაულებს. წალენჯიხაში ცენტრალური ხელისუფლების ორგანიზებით საახალწლო დღეები 16:00 საათზე უნდა დაიწყოს.