ხმაური ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე

ხმაური ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე. ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა გზის გადაკეტვა სცადეს. ადგილზე სიტუაციას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. მოვაჭრეების ნაწილის განცხადებით, პროდუქცია და სავაჭრო ჯიხურები დაზღვეული არ ჰქონდათ. ისინი ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ.

ხანძრის შედეგად 4 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობია დამწვარი – რა ვითარებაა ადგილზე  ხანძრის შემდეგ.

დატოვე კომენტარი