ხმაური ვაკის საოლქო კომისიაში

ხმაური იყო ვაკის ნომერ მეორე საოლქო კომისიაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ვაკის საარჩევნო უბნების თავმჯდომარეობის არჩევის პროცესზე დასწრება მოითხოვეს, თუმცა, მათი თქმით ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

ოლქის თავმჯდომარის, თამაზ ფილადაშვილის განმარტებით, ყველა პირი, ვინც კონკრეტულ საუბნო საარჩევნო კომისიაში არის აკრედიტებული, თავისუფლად შედის საარჩევნო კომისიაში. დღესვე ვაკის საოლქო კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, სადაც ვაკის საუბნო კომისიაში თავმჯდომარეების არჩევის პროცესი გააპროტესტეს.  მათი თქმით, თავმჯდომარეების ვინაობა წინასწარ არის ცნობილი.