ხმაური თბილისის საკრებულოსთან 

ხმაური და დაპირისპირება იყო თბილისის საკრებულოსთან.

აქციის მონაწილეები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მისამართით დაფიქსირებული პოზიციის გამო საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის მიერ თანამდებობის დატოვებას  ითხოვდნენ.

საკრებულოსთან „სამოქალაქო მოძრაობის“ და მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლები, ასევე „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილი იმყოფებოდნენ. ალეკო ელისაშვილი თბილისის საკრებულოში შესვლას და მოქალაქეების შეყვანას ითხოვდა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოყვა. ადგილზე  მობილიზებული იყო პოლიცია. აქცია ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა და მას შემდეგ დასრულდა, რაც ალეკო ელისაშვილმა განაცახდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარისგან მიიღო დაპირება, რომ ერეკლე კუხიანიძის საკითხზე საკრებულოს უმრავლოსობაში იმსჯელებენ.  საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ, ელენე ხოშტარიამ კუხიანიძის სამუშაო კაბინეტიდან აბრა ჩამოხსნა, საკრებულოს დეპუტატის სახელი და გვარი გადახაზა და შეურაცხმყოფელი წარწერა გააკეთა.